ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
- gas135791113
- Apr 15
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბისა და მეწარმეობის კლუბის მოსწავლეებმა გამართეს საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი აქსესუარები, ტკბილეულობა, ნახატები და სხვა სახის კრეატიული ნამუშევრები.
ღონისძიებაში აქტიურად იყო ჩართული სასკოლო საზოგადოება – მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაცია და მშობლები.
გამოფენიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზას“.
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა: ემპათია, თანაგრძნობა და სოციალური პასუხისმგებლობა.
ჩვენი ეკოკლუბი აქტიურად თანამშრომლობს აღნიშნულ ფონდთან, და GAS-ელები სიხარულით სტუმრობენ მის ბენეფიციარებს — უნიჭიერეს და განსაკუთრებულ ბავშვებს.
ვიზიტის დასასრულს, უსაყვარლესმა მასპინძლებმა მადლიერების ნიშნად საჩუქრად გადმოგვცეს სააღდგომო თემატიკაზე შექმნილი თავიანთი ხელნაკეთი ნამუშევრები, რაც ამაღელვებელი და ემოციური იყო ჩვენი მოსწავლეებისთვის.