ქართული-ამერიკული სკოლის TV-კლუბმა "GAS TV" უმასპინძლა ფოტოგრაფს, ანა ბოგუშს. ანა არქიტექტურულ და კულინარიულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდება. მისი ნამუშევრები გერმანულ გამოცემებში იბეჭდება, ხოლო პროექტი "Hidden Tbilisi" თბილისის ძველი უბნების დამალულ სილამაზეს აცოცხლებს. შეხვედრის განმავლობაში ანამ მოსწავლეებს ფოტოხელოვნების საიდუმლოება გაუზიარა – ისაუბრა შუქისა და ჩრდილის თამაშზე, ლინზების ძალაზე, ISO-ს მნიშვნელობაზე და სხვა. კლუბის ხელმძღვანელმა, დიანა გაბისონი