top of page

 ფოტოგრაფია – ხატვა შუქით

ree

ქართული-ამერიკული სკოლის TV-კლუბმა "GAS TV" უმასპინძლა ფოტოგრაფს, ანა ბოგუშს.


  ანა არქიტექტურულ და კულინარიულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდება. მისი ნამუშევრები გერმანულ გამოცემებში იბეჭდება, ხოლო პროექტი "Hidden Tbilisi" თბილისის ძველი უბნების დამალულ სილამაზეს აცოცხლებს.


შეხვედრის განმავლობაში ანამ მოსწავლეებს ფოტოხელოვნების საიდუმლოება გაუზიარა – ისაუბრა შუქისა და ჩრდილის თამაშზე, ლინზების ძალაზე, ISO-ს მნიშვნელობაზე და სხვა.

კლუბის ხელმძღვანელმა, დიანა გაბისონიამ, და მოსწავლეებმა მას საინტერესო კითხვები დაუსვეს.სტუმარმა საკუთარი ნამუშევრებიდან ამოარჩია მისთვის ძვირფასი კადრები და გვიამბო მათი შექმნის ისტორია.   შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს თავადაც მიეცათ შესაძლებლობა, მოერგოთ ფოტოგრაფის და მოდელის როლი და შეექმნათ საკუთარი კადრები.

 

ფოტოგრაფია მხოლოდ ტექნიკა არ არის – ეს არის მხატვრობა შუქით, წამიერ ემოციად ქცეული ისტორია, რომელიც დროს უძლებს.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page