top of page
თვითმმართველობა
თათული ზილფიმიანი
თვითმმართველობის პრეზიდენტი

ირაკლი
რეხვიაშვილი
თვითმმართველობის პრეზიდენტი



𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦
ქართულ-ამერიკულ სკოლაში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა - 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦. პროექტი, უკვე მესამე წელია ტარდება მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით . წლიდან წლამდე ის სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს. წელს ფორუმში 𝟓𝟎 მოსწავლე მონაწილეობდა. 𝐆𝐀𝐒 𝐒𝐩𝐞𝐚𝐤𝐞𝐫 𝐅𝐨𝐫𝐮𝐦 მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ისეთი მნიშვნელოვანი უნარები, როგორიცაა: საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; კრიტიკული და


გაეროს მოდელირება 𝟮𝟬𝟮𝟲
ქართულ-ამერიკულ სკოლაში წარმატებით დასრულდა გაეროს მოდელირების (𝗠𝗨𝗡) სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დელეგატები, ხოლო წინა წლების გამოცდილი მონაწილეები ჯგუფების ლიდერებად მოგვევლინნენ. ორივე სკოლის დელეგატები მარტში გაემგზავრებიან ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ 𝗡𝗛𝗦𝗠𝗨𝗡-ის საერთაშორისო კონფერენციაში. სკოლაში გამართული მოდელირება მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება საერთაშორისო ასპარეზზ


სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი
ქართულ-ამერიკული სკოლაში წარმატებით ჩატარდა სამაგიდო ჩოგბურთის შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის და ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით. ვაჟებში გამარჯვებულები: ჯეკო მეიშვილი გიორგი ლომთაძე იოანე ჭუმბურიძე გოგოებში გამარჯვებულები: ანა მჭედლიშვილი მარიამ კერვალიშვილი მარიამ შახნაზაროვა პედაგოგი: ლევან დემეტრაშვილი ვულოცავთ გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდით ყველა მონაწილესა და მოსწავლეთა თვითმმართველობას! მომავალ


ვალენტინობის დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში
მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობით, დაიგეგმა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სახლში მოამზადეს ნამცხვრები და დასვენებაზე მოეწყო გამოფენა-გაყიდვა . შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს მსგავს სამოქალაქო ინიციატივებს და ამაყობს მოსწავლეებით, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ სხვებზე. სიკეთე მართლაც გადამდებია


MUN 2026 | ორგანიზაციული შეხვედრა
მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით , ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართება გაეროს მოდელირების სიმულაცია (MUN) - სამდღიანი საგანმანათლებლო პროექტი , რომელიც მოსწავლეებს დიპლომატიური, კრიტიკული აზროვნებისა და საჯარო გამოსვლის უნარების განვითარებაში დაეხმარება. პროექტში მონაწილეობას იღებს ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების 39 დელეგატი . შარშანდელი დელეგატები, მათ შორის ნიუ-იორკში გამართული გაეროს კონფერენციის მონაწილ


"ჩვენი როლი ურბანული ბიომრავალფეროვნების დაცვაში" - ქრისტინე ბელაშვილი
ქართულ-ამერიკული სკოლის მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში , მოსწავლეთა თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, სკოლაში მოიწვიეს გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროექტ „შეამჩნიე“ -ს თანადამფუძნებელი - ქრისტინე ბელაშვილი . აღსანიშნავია, რომ მოწვეული სტუმარი 2024 წელს ჩრდილოეთ ამერიკის გარემოსდაცვითი ასოციაციის მიერ შერჩეულ იქნა იმ 30 წლამდე 30 ადამიანს შორის , რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გარემოსდაცვითი განათლების განვითარებაში . შეხვედრის თემა იყო: ჩვენი როლი ურბანულ
bottom of page
.png)

