top of page

ქართულ-ამერიკული სკოლა. Georgian-American School-ის ბიბლიოთეკა წარმოადგენს მხარდაჭერის სამსახურის მნიშნელოვან ერთეულს, თავისი საქმიანობით ბიბლიოთეკა ხელს უწყობს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა განვითარებას; სკოლაში საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ბიბლიოგრაფიული მუშაობის ორგანიზებას, ქმნის წიგნიერ გარემოს და ამაღლებს სასწავლო პროცესების აკადემიურ დონეს. ბიბლიოთეკაში განთავსებულია სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტერატურა,ბეჭდვითი გამოცემები, ელექტრონული წიგნები, მხატვრული, შემეცნებითი და სხვა სახის ლიტერატურული და საინფორმაციო მასალები.ბიბლიოთეკის ამოცანაა სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ინფორმაციული უზრუნველყოფა მოსწავლეთა და პედაგოგთა საბიბლიოთეკოდა საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული მომსახურების ფორმებისა და მეთოდების გამოყენებით. ბიბლიოთეკაში დაცულია საბიბლიოთეკო რესურსის გამოყენებისა და სარგებლობის წესს.ბიბლიოთეკარის ხელმძღვანელობით იმართება წიგნის კითხვის დღეები და სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებები.ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველ დღე შაბათ –კვირისა და შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეების გარდა 09:00 საათიდან 16.30 საათამდე.

bottom of page