top of page

შემეცნებითი ღონისძიებები


"გაიცანი დიდი ადამიანები - მარო მაყაშვილი"
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თ. ჭელიძის გრძელვადიანი პროექტის „გაიცანი დიდი ადამიანები“ ფარგლებში, თებერვალი მიეძღვნა მარო მაყაშვილს - პირველ ქართველ ქალს, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში მოისმინეს მისი ცხოვრების შთამბეჭდავი ამბები; შემდეგ კი დაათვალიერეს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი, სადაც ისტორია მათთვის ცოცხალ გამოცდილებად იქცა. ასეთი არაფორმალური საგანმანათლებლო ინიციატივები ცოდნას ღი


წერილი ლევენჰუკს - მე-7 კლასის ინტეგრირებული პროექტი
მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში მეცნიერების ისტორია თანამედროვე ბიოლოგიას დაუკავშირეს. პროექტის ფარგლებში მათ წერილი მისწერეს მე-17 საუკუნის ცნობილ მეცნიერს - ანტონი ვან ლევენჰუკს. გააცნეს უჯრედის შესახებ ის მნიშვნელოვანი აღმოჩენები, რომლებიც მისი ეპოქის შემდეგ განვითარდა. პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენდა წერილის სამ ენაზე - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მომზადება , რაც ხელს უწყობდა როგორც საგნობრივ ინტეგრაციას, ასევე


პატარა მოჭადრაკეები დიდ დაფაზე
ქართულ-ამერიკული სკოლის პირველკლასელებმა სემესტრის დასასრულს ჭადრაკის გაკვეთილები განსაკუთრებული და სახალისო აქტივობით შეაჯამეს. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჭადრაკის ფიგურების მოძრაობის წესები და თავისებურებები. თითოეულმა ბავშვმა თავად აირჩია სასურველი ფიგურა, მოირგო შესაბამისი ფორმა და დიდ საჭადრაკო დაფაზე „გააცოცხლა“ თავისი საჭადრაკო როლი. აქტივობა იყო ერთდროულად საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და ძალიან სახალისო. სწავლა თამაშით უფრო საინტერესოა


ბუნებისმეტყველება და 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები
მე-5 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებისა და ისტის ინტეგრირებულ ღია გაკვეთილზე საკუთარი ხელით შექმნილი 𝐒𝐓𝐄𝐌 პროექტები წარადგინეს. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ციურ სხეულებზე , ტექსტები ადაპტირება გაუკეთეს 5-6 წლის ასაკის ბავშვებისთვის და ელექტრონულად შექმნეს ილუსტრაციები წიგნის გასაფორმებლად . მიღებული მასალის საფუძველზე მათ შექმნეს კოსმოსის თემაზე ელექტრონული ხმოვანი წიგნი . 𝐒𝐓𝐄𝐌 მიმართულებით მოსწავლეებმა დაამზადეს მზის სისტემის განათებული მოდელები , გამოიყე


საქართველო არაქართულ წყაროებში
(პროექტის ავტორი: ირმა თითირაშვილი) 25 დეკემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო ღონისძიება „საქართველო არაქართულ წყაროებში“. ისტორია მხოლოდ წარსულის თხრობა არ არის - ის ცოცხალი დიალოგია კულტურებსა და ეპოქებს შორის. პროექტში მონაწილე ქართული და ამერიკული სექტორის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორია წარმოაჩინეს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახული მრავალფეროვანი ხედვებით. ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა - მოსწავლეებმა წარმოადგინეს ულამაზესი ქართული საცეკ


ზღაპართერაპია - ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი GAS-ში
ქართულ-ამერიკულ სკოლაში საინტერესო შეხვედრები ხშირად ტარდება. ამჯერად მესამე კლასის მოსწავლეებს შეხვდა ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი . მან ბავშვებს წაუკითხა თერაპიული ზღაპარი, ესაუბრა თერაპიის მნიშვნელობაზე და მათთან ერთად ზღაპრის შინაარსი გააანალიზა. მოსწავლეებმა გაიხსენეს საყვარელი ზღაპრები, ისაუბრეს მომავალ პროფესიაზე და ზღაპრის გმირების როლებიც მოირგეს. სტუმარმა სკოლას საჩუქრად გადასცა ზღაპრების წიგნი და გასაფერადებელი ილუსტრაციები. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის ფსიქოლოგე


ვორქშოპი “Fun Experiments”
ვორქშოპი “Fun Experiments” — მეცნიერება ყველაზე სახალისო ფორმატში! ქართულ–ამერიკული სკოლის ამერიკული სადიპლომო პროგრამის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ასოციაცია „ბიო“ -ს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო და სახალისო ვორქშოპში — “Fun Experiments” . ვორქშოპს უძღვებოდა ასოციაცია „ბიო“-ს დამფუძნებელი, ქიმიის დოქტორი — ქ-ნი ხათუნა გოგალაძე . ვორქშოპის პროგრამა: ქრომატოგრაფია — ფერადი ნაერთების დაშლის პროცესის უშუალო დაკვირვება. დნმ–ის გამოყოფა და მისი მიკროსკოპული შესწა


პროექტი: „გაიცანი დიდი ადამიანები“- სულხან-საბა ორბელიანი
ქართულ-ამერიკული სკოლის ბიბლიოთეკარის, თამარ ჭელიძის , გრძელვადიანი პროექტის — „გაიცანი დიდი ადამიანები“ — ფარგლებში, გაიმართა საინტერესო და შემეცნებითი შეხვედრა, რომელიც დიდი მოაზროვნისა და მეიგავისა, სულხან-საბა ორბელიანის, ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა. მე-5 კლასის მოსწავლეებმა: მოისმინეს სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფია; წაიკითხეს მისი იგავ-არაკები ; მოუსმინეს მუხრან მაჭავარიანის ლექსს „საბა“; უყურეს დოკუმენტურ მასალას. ღონისძიებას ესწრებოდა კლასის დამრიგებელი ლიკა


დმანისის ფენომენი ახლო კადრში
იქ, სადაც ისტორია სუნთქავს — დმანისის ფენომენი ახლო კადრში ხანდახან ერთი საგანმანათლებლო პროექტი საკლასო ოთახს სცდება და ნამდვილ თავგადასავლად იქცევა. სწორედ ასეთი იყო ქართულ-ამერიკული სკოლის ისტორიის მასწავლებლის, ირმა თითირაშვილის, გრძელვადიანი პროექტი „დმანისის ფენომენი — ისტორიული მნიშვნელობა და მემკვიდრეობა“, რომელშიც 10/1 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა გაიარეს მთელი კვლევითი გზა: ისტორიული წყაროების სიღრმისეული ანალიზი, სამეცნიერო მასალების გაცნობა, დოკუმე
bottom of page
.png)
