top of page

უსაფრთხოების სამსახური

   ქართულ-ამერიკული სკოლის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახური  წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ქმნის კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს.

სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია აღჭურვილია ვიდეოსამეთლაყურეო სისტემითა და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით.

უსაფროების სამსახურის უფროსი - ირმა ბაციკაძე;

დაცვის სამსახური: მამუკა კაბოსნიძე; სოფიკო დავითაია; სანდრო გორგიშელი; 

დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

    1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა სკოლის შენობაში, ეზოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და სკოლის კუთვნილი მატერიალური ქონების დაცვა, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

    2. სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ფუნქციები:

        ა) სკოლის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით შეუძლია არ დაუშვას უცხო პირი სკოლის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ან სპეციალური საშვის გარეშე;

        ბ) გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები წესრიგის დამრღვევის მიმართ, თუ იგი არ ემორჩილება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართავს სკოლის ადმინისტრაციას და პატრულს;

    3. სამსახურის თანამშრომელი  ვალდებულია მოქალაქეებთან ურთიერთობის დროს დაიცვას  სამსახურებრივი ეთიკის ნორმები.

    4.  სამსახურის მიერ სკოლის შენობების და ტერიტორიის დაცვა ხორციელდება:

        ა)   სტაციონარული  ადგილებით;

        ბ)   გარე და შიდა პერიმეტრის სამეთვალყურეო კამერებით;

        გ)   დაცვის სხვა ფორმებისა და მეთოდების ორგანიზაციით, ტექნიკურ საშუალებათა დანერგვით.

    5. სკოლის დაცვის თანამშრომლებისათვის აკრძალულია პოლიტიკური განცხადებების სკოლის ტერიტორიაზე გავრცელება, პოლიტიკურ აქტივობებში მოსწავლეთა ჩაბმა.

404749372_428522432862419_4908119264160985497_n.jpg
309911976_1280942492738229_9178278304677422102_n.jpg
228 GAS.JPG
IMG_4969.JPG
bottom of page