top of page

’’კვანტური თამაში’’

17 ნოემბერს ქართულ-ამერიკული სკოლის ფიზიკის პედაგოგი გოგა სუქნიძე თავის მოსწავლეებთან არჩილ ბერაიასა და ვატო გოგიასთან ერთად ესტუმრნენ საერო სკოლა ’’ლომისი 1’’ საჯარო ლექციის, ’’კვანტური თამაში’’-ს ჩასატარებლად.

ლექციის დასაწყისში მომხსენებლებმა განიხილეს კვანტური მექანიკის ისეთი საინტერესო საკითხები, როგორიცაა დუალიზმი, გაზომვის პრობლემა, კვანტური სუპერპოზიცია და გადახლართულობა. ლექციის შემდეგი ნაწილი დაეთმო პროგრამებისა და კოდის განხილვას, რომელთა მეშვეობითაც იქმნება თამაში.

დასასრულს კი, დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს თამაშის გეიმპლეი და აუხსნეს, თუ როგორი მეთოდებით ცდილობენ ზემოთ ნახსენები კვანტური მექანიკის იდეების თამაშის ნაწილად ქცევას და კონკრეტული დავალბების შესასრულებლად მათ გამოყენებას.

ქართულ-ამერიკულ სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდებიან თეორიული ფიზიკის ისეთ თანამედროვე და სერიოზულ საკითხებს, როგორიცაა ინფორმაციული თეორია, კვანტური მექანიკა, ქაოსის თოერია და გრავიტაციის თერმოდინამიკური თოერია, მოსწავლეების ჩართულობა კი, საშუალებას გვაძლევს ამ თემებიდან გამოვყოთ ისეთი ასპექტები, რომლებიც მათთვის გასაგები იქნება და შეძლებენ მათ პრაქტიკულად გამოყენებას.

ლექციის ჩატარება და შესაბამისად გამოცდილების გაზიარება სხვა სკოლებისთვის, გარდა იმისა, რომ ემსახურება მეცნიერების პოპულარიზაციას, ასევე საშუალებას გვაძლევს მათი უკუკავშირის შედეგად მივიღოთ რჩევები და იდეები, თუ როგორ და რა კუთხითაა შესაძლებელი კონკრეტული პროექტის დამუშავება და გაუმჯობესება.



bottom of page