top of page

სამოქალაქო განათლების კლუბი

                                       

კლუბის სახელწოდება:  ,,მოქალაქე’’

კლუბის სლოგანი: ,,თავისუფლება, თანასწორობა, თანადგომა’’.

კლუბის სიმბოლო:

 

კლუბის მიზანი:

26 სექტემბრიდან ქართულ-ამერიკულ სკოლაში საქმიანობა დაიწყო  სამოქალაქო განათლების კლუბმა, რომლის მიზანია  წევრთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი და საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარება. კლუბის მიერ განხორციელებულმა ნებსმიერმა პროექტმა სასკოლო საზოგადოებას უნდა დაანახოს საზოგადოებრივი საქმიანობის მნიშვნელობა, შეცვალოს მათი დამოკიდებულება საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ, გაზარდოს ჩართულობა. ყოველივე ეს კი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

 

 

კლუბის წესდება:

სასკოლო სამოქალაქო კლუბი არის სკოლის მოსწავლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება. სამო­ქალაქო განათლების კლუბის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიღრმავონ სამოქალაქო განათ­ლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა, გამოიმუშაონ აქტიური მოქალაქის უნარ­ჩვევები და, თავიანთი პრაქტიკული საქმიანობით, ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრები ცდილობენ, დისკუსიების, დებატების, სასკოლო პრო­ექტების საშუალებით, გამოავლინონ, გამოიკვლიონ მათ კლასში, სკოლაში, თემში, საზოგადოე­ბაში არსებული პრობლემები და იმოქმედონ ამ პრობლემების გადასაჭრელად. სწორედ ამ მიზნით, კლუბის წევრები ქმნიან პროექტებს, მოიძიებენ დონორ ორგანიზაციებს, ან მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ პრობლემის გადასაჭრელად. თანამშრომლობენ გადასაჭრელი პრობლე­მით დაინტერესებულ პირებთან (სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან). საჭიროე­ბის შემთხვევაში, პრობლემის გადაჭრის მიზნით, ახდენენ შესაბამის სტრუქტურებში ამა თუ იმ საკითხის შესახებ ადვოკატირებას.

კლუბური მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, გაკვეთილზე მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკუ­ლად გამოყენებას.

  • კლუბი იქმნება 3 წლის ვადით.

  •  კლუბის მიზნები განხორციელდება ქართულ-ამერიკულ სკოლაში. 

  • კლუბის წევრი შეიძლება გახდეს ქართულ-ამერიკული სკოლის ნებისმიერი VII-XII კლასის მოსწავლე.

  • კლუბში გაწევრიანებისას კანდიდატმა უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა.

  • კლუბის წევრებს თანასწორი უფლებები აქვთ, ყველა გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით.

  • კლუბის წევრებს აქვთ თანამშრომლობითი, თავაზიანი და მეგობრული ურთიერთობები.

  • კლუბის წევრები არჩევნების გზით აირჩევენ კლუბის ლიდერს და სხვა სტრუქტურული ერთეულების კოორდინატორებს.

  • კლუბს ამ ეტაპზე არ გააჩნია ქონება.

  • წესდება ძალაში შედის კლუბის დაარსების დღიდან.

  • კლუბის წესდებაში ცვლილებების შეტანა შეიძლება კლუბის წევრთა მოთხოვნით.                                                   კლუბის სტრუქტურა:

  • კლუბის მუშაობაში ჩართულნი არიან:

  • ა. კლუბის წევრები;

  • ბ. კლუბის ლიდერი;

  • გ. მეურვე მასწავლებელი.                                                                                                                                                                        

კლუბ ,,მოქალაქეს’’ სამოქმედო გეგმა:

 

  1. კლუბის წევრების გაცნობითი შეხვედრა.

  2. კლუბის სახელწოდებისა და  სიმბოლიკის შემუშავება

  3. კლუბის წესდების შემუშავება

  4. კლუბის ლიდერის არჩევნები

  5. სამუშაო ჯგუფების შექმნა

  6. განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვა

  7. კვლევის ჩატარება სკოლაში

  8. კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიება

  9. სოციალური პროექტების განხორციელება

  10. ადვოკატირება

  11. ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა სამოქალაქო აქტივობებით

  12. სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა

 

 

კლუბში ამჟამად გაწევრიანებულია 16 მოსწავლე.  კლუბის წევრები სამშაბათობით 15.30 ზე ხვდებიან ერთმანეთს.

11111.jpg
444444.png
2222.jpg
1111.jpg
333333.jpg
bottom of page