GAS & GAHS | NHSMUN 2026
- 51 minutes ago
- 1 min read
🌍 GAS & GAHS დელეგაცია NHSMUN 2026-ზე
ქართულ-ამერიკული სკოლის (GAS) და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის (GAHS) 45-წევრიანი დელეგაცია მონაწილეობდა საერთაშორისო გაეროს მოდელირების კონფერენციაში - NHSMUN 2026, რომელიც გაიმართა New York City-ში. ვიზიტი იყო მრავალმხრივი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აერთიანებდა აკადემიურ დებატებს, დიპლომატიურ თანამშრომლობას და კულტურულ აღმოჩენებს. გახსნის ცერემონიაზე მოსწავლეებმა მოისმინეს კამალა ჰარისის (აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი) შთამაგონებელი სიტყვა რომელმაც ახალგაზრდებს მოუწოდა საკუთარი პოტენციალის რწმენის, ლიდერობისა და გლობალურ პროცესებში ჩართულობისკენ. კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული კომიტეტების მუშაობაში, სადაც ისინი განიხილავდნენ გლობალურ გამოწვევებს, მონაწილეობდნენ დებატებში, ამზადებდნენ რეზოლუციებს და თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან. NHSMUN წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ახალგაზრდულ პლატფორმას, რომელიც ხელს უწყობს ლიდერული უნარების განვითარებას, კრიტიკული აზროვნების გაღრმავებას და დიპლომატიური გამოცდილების მიღებას. კონფერენციის დასასრულს დელეგაციამ მოინახულა United Nations Headquarters, სადაც გაეცნენ გაეროს მუშაობის პრინციპებს და საერთაშორისო დიპლომატიის სივრცეს.
კონფერენციის პარალელურად, დელეგაციამ მოინახულა ნიუ-იორკის მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს
St. Patrick's Cathedral, Rockefeller Center, Empire State Building, Times Square, DUMBO და Brooklyn Bridge. განსაკუთრებული გამოცდილება იყო Statue of Liberty-თან ბორანით გასეირნება, ასევე ვიზიტები Metropolitan Museum of Art და SUMMIT One Vanderbilt. მოსწავლეებმა ასევე დაესწრნენ NBA-ის თამაშს, რაც ვიზიტის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.
ვიზიტი გაგრძელდა Washington, D.C.-ში, სადაც დელეგაციამ მოინახულა აშშ-ის პოლიტიკური და ისტორიული ცენტრები, მათ შორის United States Capitol, White House, Lincoln Memorial, Jefferson Memorial, Washington Monument, Arlington National Cemetery და National Air and Space Museum. ეს ტური მოსწავლეებს დაეხმარა უკეთ გაეგოთ ქვეყნის ისტორიული და პოლიტიკური მემკვიდრეობა.
.png)












































































































