top of page

 ინგლისური ლიტერატურის კლუბი

​კლუბის სახელწოდება: ინგლისური ლიტერატურის კლუბი
 

კლუბის მიზანი: 2024 წლიდან ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაიწყო ფუნქციონირება ლიტერატურულმა კლუბმა. 

კლუბს აქვს კომპლექსური მიდგომა განსახორციელებელი მიზნების მიმართ, უპირველესი კი წიგნიერების დონის ამაღლებაა. კლუბის აქტივობების ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს ინგლისურ ენაზე, რითაც ხდება ლიტერატურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითობის უნარის გაზრდა; ასევე მსოფლიო ლიტერატურის მიღწევებისა და სიღრმეების ზიარება.

კლუბის წევრები განიხილავენ და მსჯელობენ ნაწარმოებებზე, პერსონაჟებზე, აზიარებენ წაკითხული ნაწარმოებების ავტორების შესახებ დამოუკიდებლად მოძიებულ ფაქტებს მწერლების  ცხოვრებიდან.
იგეგმება სალონური ტიპის შეხვედრები ლიტერატურის მოყვარულებთან სკოლის ფარგლებში, ინტელექტუალურ-კულტურული ღონიზძიებების ორგანიზება,პროექტებზე მუშაობა და წარდგენა.


ლიტერატურული კლუბი ასევე მიზნად ისახავს კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას მოსწავლეებში, არანაკლებ მნიშვნელოვანი, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებასა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარის. ასევე, 21-ე საუკუნის უმნიშვნელოვანესი უნარის, კრიტიკული აზროვნების განვითარებას.

კლუბი მიზნად ისახავს და შეუწყობს ხელს მონაწილეთა თვითშეფასების ამაღლებას და თავდაჯერებულობის გრძნობას.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები  გაუადვიებს მოსწავლეებს თანამედროვე გლობალურ სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

დიანა გაბისონია.jpg

კლუბის ხელმძღვანელი

დიანა გაბისონია

  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn
  • Instagram
No posts published in this language yet
Once posts are published, you’ll see them here.

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page