top of page

ხარისხის მართვის მენეჯერი

·         მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და მათი პერიოდული ადაპტირება, დანერგვის პროცესის მონიტორინგი და შეფასება;

·         საგანმანათლებლო-სასწავლო, პროფესიული განვითარების მიმართულებით მომუშავე თანამშრომელთა კომპეტენციის ხარისხის შეფასება;  სკოლის მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და პროფესიული განვითარება. მათი ამ  საქმიანობის კუთხით რეკომენდაციების წარდგენა;

·         სკოლაში მიმდინარე  პროექტების, ღონისძიებების, საგნობრივი კათედრების მიერ დაგეგმილი აქტივობების კოორდინირება;

·          სასწავლო პროცესის  შინაარსობრივი მხარის ხარისხის მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და მითითებების შემუშავება;

·         ორგანიზაციაში მიმდინარე შინაარსობრივი, თემატური სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშის (ანალიზის) მომზადება და დირექტორთან წარდგენა;

·         სკოლის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა ხარისხის მართვის ჯგუფთან  ერთად ყოველი სასწავლო წლის დასრულებისას, სკოლის გრძელვადიანი (6 წელი) და მოკლევადიანი (1 წლამდე) სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;

·         ხარისხის მართვის ჯგუფთან და საგნობრივ კათედრებთან  ერთად პროგრამების შემუშავება სკოლის მისიის შესაბამისად;

·         სამუშაო შეხვედრების  ორგანიზება და განხორციელება კათედრების ხელმძღვანელებთან და მასწავლებლებთან  სასწავლო პროცესთან მიმდინარე საკითხებზე;

·         პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრების ორგანიზება; გაკვეთილზე დაკვირვება, მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასების მოზმადება ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებთან ერთად;

·          ხარისხის ჯგუფის  მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა მასწავლებლებისათვის  ყველა საჭირო განმარტების გაცემა;

·          ავტორიზაცია/აკრედიტაცია/ბრენდირებისთვის წარსადგენი თვითშეფასებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის  მომზადება;

·         მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (კომპიუტერების, სასწავლო ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის და ა.შ.) მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა.

bottom of page