top of page

ციფრული ტექნოლოგიები

Screenshot 2024-01-23 at 17.25.44.png

კომპიუტერული მეცნიერებისა და პროგრამირების როლი 21-ე საუკუნეში განუზომელია. პროგრამირება აწმყოს და მომავლის ყველაზე პერსპექტიული პროფესიაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეები სასკოლო ასაკიდანვე ეუფლებოდნენ კომპიუტერულ მეცნიერებებს და კომპიუტერულ პროგრამირებას ამ რამდენიმე მიზეზის გამო:

 

 

რატომ პროგრამირება?

 

  • პროგრამირება ხელს უწყობს ლოგიკური, ალგორითმული, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას

  • პროგრამირება ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას და წარმოსახვას

  • პროგრამირება ასწავლის პრობლემის გადაჭრას და პროექტებზე მუშაობას

  • ციფრულ პროექტებზე ერთობლივი მუშაობა ასწავლის გუნდურობას, თანამშრომლობას და კოლაბორაციას

 

CodeMonkey 

 

CodeMonkey არის საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებების, კერძოდ კი პროგრამირებისა და ციფრული წიგნიერების სწავლება მოსწავლეებისთვის ინოვაციური, სახალისო და საინტერესო გზით.

 

CodeMonkey პლატფორმის დახმარებით მოსწავლეები სწავლობენ პროგრამირებისა და ქოდინგის კომპლექსურ პრინციპებს, ეუფლებიან  პროგრამირების რეალურ ენებს, ქმნიან საკუთარ ციფრულ პროექტებს:  თამაშებს, ანიმაციებს, ჭკვიან აპლიკაციებს, ChatBot-ებს, STEM პროექტებს.

 

 

 

რითი არის CodeMonkey განსხვავებული?

  • ბლოკებზე დაფუძნებული პროგრამირებიდან ტექსტზე დაფუძნებული პროგრამირებისკენ (პროგრამირების რეალური ენები, Blockly, CoffeScript, Python)

  • პოექტებზე მუშაობა და STEM აქტივობები

  • სრული პროგრამა (კურიკულუმი) დაწყებითი და საშუალო კლასებისთვის (აქტივობები, დავალებები, საგაკვეთილო გეგმები, ვიდეოგაკვეთილები, პოსტერები, სერტიფიკატები)

  • თამაშზე, პრობლემის გადაჭრასა და პროექტულ მუშაობაზე დაფუძნებული პლატფორმა

  • ვირტუალური საკლასო ოთახი და შეფასების სისტემა

  • ტრეინინგები, სერტიფიცირება, ქოუჩინგი და 24/7 ზე მხარდაჭერა მასწავლებლებისთვის

 

ინტერდისციპლინარული სწავლება

 

  • პროგრამირებასთან ერთად გაიუმჯობესებენ ინგლისურს

  • CodeMonkey-ში ვიყენებთ მათემატიკას - სტუდენტები ზომავენ დისტანციებს და კუთხეებს ციფრული სახაზავის გამოყენებით ამოცანების ამოსახსნელად.

  • მოსწავლეები ქმნიან თამაშებს, ანიმაციებს, ChatBot-ებს, სადაც სჭირდებათ ლოგიკური, ალგორითმული და შემოქმედებითი აზროვნება

  • მოსწავლეები მუშაობენ ციფრულ STEM პროექტებზე

 

თეორია და პრაქტიკა

 

კურსები შექმნილია ისე, რომ მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო გზით მიიღონ თეორიული ცოდნა, გაიაზრონ პროგრამირების საბაზისო, საკმაოდ კომპლექსური პრინციპები და შემდგომ, მიღებული ცოდნა გამოიყეონ პრაქტიკაში- თავსატეხების ამოხსნით, სინტერესო ამოცანების/პრობლემების გადაჭრით და ფინალურ პროექტებზე მუშაობით.

 

 

შედეგები მოსწავლეთათვის:

  •  ბავშვები ისწავლიან პროგრამირებისა და ქოუდინგის კომპლექსურ პრინციპებს;

  •  ისწავლიან რეალურ პროგრამული ენებს (CoffeScript, JavaScript, Phyton);

  •  შეძლებენ სხვადასხვა სირთულის ანიმაციების, თამაშების, ჭკვიანი პროგრამების, ChatBot-ების შექმნას;

  • შექმნიან ინტეგრირებულ და STEM პროექტებს

  • განუვითარდებათ ალგორითმული, ლოგიკური, მათემატიკური აზროვნება;

  • ისწავლიან კრიტიკულ და კომპლექსურ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრას, კომუნიკაციას და გუნდურ მუშაობას;

  • განუვითარდებათ შემოქმედებითობა და წარმოსახვა;

  • განუვითრდებათ ციფრული წიგნიერება;

  • დაეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სწორ გამოყენებას;

 

შედეგები სკოლისთვის:

  • კომპიუტერული მეცნიერებების (პროგრამირებისა და ციფრული წიგნიერების) საერთაშორისო პროგრამა

  • გაძლიერებული ტექნოლოგიური განათლება

  • ტექნოლოგიური კლუბების შექმნის შესაძლებლობა

  • ინტეგრირებული სწავლება და STEM აქტივობები

  • მოსწავლეთა და მასწავლებელთა მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში (ტრენინგები, კონფერენციები, ვორქშოფები)

  • მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა და გაუმჯობესებული მიღწევები

  • კომპიუტერული ტექნოლოგიების საინტერესო კურიკულუმი და ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდები

  • მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა 

  • მშობელთა ჩართულობის ზრდა სწავლა - სწავლების პროცესში

  • მოსწავლეთა შედეგები- პროექტების გაზიარება

  • მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარები და შემოქმედებითობა (21-ე საუკუნის უნარები)

  • სკოლის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა

  • ფორმალური და არაფორმალური განათლების გაძლიერება, მრავალფეროვანი აქტივობები, სრულყოფილი კურიკულუმი, საერთაშორისო გამოცდილება

421492095_386706390717259_1073529374140343829_n.jpg
422372514_386693297385235_8970965396351926071_n.jpg
422368397_386693350718563_6892375674674032827_n.jpg
422430358_386693407385224_5476820911230222498_n.jpg
bottom of page