top of page
ქართულ-ამერიკული სკოლის საბუნებისმეტყველო, კომპიუტერული და ინგლისური ენის ლაბორატორიები თავისი საქმიანობით ხელს უწყობენ სკოლაში სამეცნიერო და საინფორმაციო კვლევითი მუშაობის ორგანიზებას, ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და ამაღლებს სასწავლო პროცესების აკადემიურ დონეს.
ლაბორატორიების ძირითად ამოცანას შეადგენს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ეფექტურად წარმართვის უზრუნველყოფა. ცალკეული საგნობრივი პროგრამების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა და გამჭოლი კომპეტენციების განვითარება. ლაბორატორიები აღჭურვილია კომპიუტერებით, თანამედროვე დანადგარებითა და ჭკვიანი დაფით.
ლაბორატორიებით სარგებლობა შეუძლია ყველა მოსწავლეს და თანამშრომელს კვირაში 5 დღის (ორშბათი-პარასკევი) განმავლობაში. 09:00 საათიდან, 17:00 საათამდე.
bottom of page