SAT (Scholastic Assessment Test)

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად და დაფინანსების მოსაპოვებლად დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლე აბარებს უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილ სტანდარტიზებულ ტესტებს, რომლებიც ზუსტად საზღვრავენ მოსწავლის აკადემიური საგნების ცოდნას და მათი პრაქტიკაში გამოყენების ზოგადი უნარების დონეს. სწორედ ამ ტესტებით მოწმდება მოსწავლის უნარი, რამდენად შეძლებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა აკადემიური საგნების სწავლას ინგლისურ ენაზე.

SAT (Scholastic Assessment Test) - ზოგადი უნარების შეფასების ტესტი, რომელიც ყველაზე სანდო და ვალიდური ტრანდარტიზებული ტესტია.

აღნიშნულ ტესტზე მიღებული ქულების საფუძველზე, უნივერსიტეტები ამოწმებენ პერსპექტიული მოსწავლის ზოგად აკადემიურ ცოდნას და უნარს, რამდენად კარგად შეუძლია მოსწავლეს მისი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება მრავალფეროვანი დავალებების შესრულების დროს.

თბილისში სულ ფუნქციონირებს SAT - ის 4 ტესტ ცენტრი:

psat.PNG

AP (Advanced Placement)

AP (Advanced Placement) - არის სტანდარტიზებული ტესტი რომელიც აფასებს მოსწავლის მომატებული სირთული საგნის დონეს, ანუ მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს საგნის როგორც ჩვულებრივი ასევე გაძლიერებული სწავლების დონე.

ჩვენს სკოლაში მომატებული სირთულით ისწავლება AP research, AP Seminar, AP Calculus AB, AP calculus BC.

გაძლიერებული პროგრამის შესწავლისას მოსწავლეს ეძლევა დამატებითი 1.0 კრედიტი კონკრეტულ საგანზე.

თუ ჩვეულებრივი საგანი 4.0 ქულით ფასდება, ამ შემთხვევაში მისი შეფასება 5.0 იქნება.  რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლის GPA-ს (Grade Point Average).

SAT -ის მსგავსად , AP საგამოცდო მასალაც დალუქული ყუთით იგზავნება აშშ-დან და იხსნება უშუალოდ გამოცდის დღეს, ტესტირების დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე.