ჭადრაკის დიდოსტატი - ბელა ხოტენაშვილი სტუმრად GAS-ში
- diana meskhishvili
- Dec 19, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკულ სკოლას სტუმრად ეწვია ჭადრაკის დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი, მსოფლიოს ჩემპიონი 16 წლამდე გოგონათა შორის, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული, სხვადასხვა საერთააორისო ტურნირების გამარჯვებული და პრიზიორი, საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ბელა ხოტენაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში ბელამ ბავშვების კითხვებს უპასუხა, მოყვა კარიერის განმავლობაში გადამხდარ ამბებზე და მოსწავლეებთან ერთდროული თამაშის სეანსი გამართა.
ეს ვიზიტი განსაკუთრებით საინტერესო და შთამაგონებელი იყო მესამე კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებიც მიმდინარე სემესტრში აქტიურად მონაწილეობდნენ საჭადრაკო ამოცანების ამოხსნის კონკურსში.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა: პირველ ეტაპზე თითოეულ კლასში საუკეთესო მოსწავლე გამოვლინდა, ხოლო ფინალურ ტურში მესამე კლასელებს შორის საუკეთესოები განისაზღვრა:
I ადგილი – ალექსანდრე ცხაკაია, 3(1) კლასი
II ადგილი – ბადრი კერვალიშვილი, 3(2) კლასი
III ადგილი – სანდრო ქარდავა, 3(1) კლასი
წარმატებული მონაწილეობისთვის ასევე დაჯილდოვდა 3(3) კლასის მოსწავლე ელისაბედ ბეროზაშვილი.
ქართულ-ამერიკულ სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ასეთი შეხვედრა ბავშვებისთვის ახალი მიზნების დასახვის, საკუთარ შესაძლებლობებში რწმენის და წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯებების საფუძველია.
.png)




















































