წითელი ჯვრის ტრენინგი ქართულ-ამერიკულ სკოლაში
- Feb 2
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელი ეწვია .
მოწვეულმა სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო პირველადი დახმარების საფუძვლები, ისაუბრა გადაუდებელ სიტუაციებში მოქმედების სწორ ალგორითმზე და პრაქტიკულად აჩვენა გულის მასაჟის შესრულების წესები.
თეორიული ნაწილის შემდეგ, ეკოკლუბის წევრებმა მულაჟის გამოყენებით მიღებული ცოდნა პრაქტიკით გაამყარეს.
დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენელს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
.png)




























