შემოქმედებითი პროექტი "Fashion, Style, Individuality"
- Jun 11, 2025
- 1 min read
VII და VIII კლასელების შემოქმედებითი პროექტი "Fashion, Style, Individuality"
უცხო ენების პროექტებით სწავლების ფარგლებში, ქართულ-ამერიკული სკოლის VII და VIII კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარიამ გაზდელიანის ხელმძღვანელობით, წარადგინეს თემატური პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე,
თემა: "Fashion, Style, Individuality"
მოსწავლეებმა ისაუბრეს მოდის ისტორიულ განვითარებაზე, მის გავლენაზე კულტურასა და საზოგადოებაზე, ინდივიდუალური სტილის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ გამოწვევებზე თანამედროვე მოდაში.
მთავარ იდეებს შორის გამოიკვეთა მნიშვნელოვანი გზავნილები:
Be original!
Find your individuality
Be an ethical customer
Have your style
ასევე წარმოდგენილი იყო მინი-სკეტჩები და ფრაგმენტები ჰოლივუდის ცნობილი კინოფილმებიდან, სადაც მოდა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
.png)
































