top of page

შემეცნებითი ვიზიტი მეგალაბში

ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა, პედაგოგ ლიკა მესხის ხელმძღვანელობით, შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში ეწვივნენ მეგალაბის ლაბორატორიას.


მოსწავლეებმა დაათვალიერეს მიკრობიოლოგიის, პარაზიტოლოგიისა და პათოლოგიის განყოფილებები, გაეცნენ სხვადასხვა მიკროორგანიზმის კვლევის პროცესს და გაიგეს, როგორ მუშაობენ მეცნიერები დაავადებების დიაგნოსტიკაზე.


ლაბორატორიის ექსპერტებმა მოსწავლეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკულად აჩვენეს საინტერესო კვლევები, რაც კიდევ უფრო აღრმავებდა მათი მეცნიერული ინტერესს.


დიდი მადლობა მეგალაბის ლაბორატორიის თანამშრომლებს ასეთი თბილი მიღებისთვის და გამორჩეულად შთამბეჭდავი გამოცდილებისთვის!



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page