ფიფქია, ჯუჯები და დედების ღიმილი - თეატრალური ზეიმი
- Mar 8
- 1 min read
Updated: Mar 17
ქართულ-ამერიკულ სკოლაში მოსწავლეებს დაწყებითი კლასებიდანვე აქვთ შესაძლებლობა, ქართულისა და ინგლისურის გარდა, მე-3 ენად აირჩიონ და შეისწავლონ რუსული, ფრანგული ან გერმანული ენა.
სკოლა აქტიურად უწყობს ხელს უცხო ენების პრაქტიკულ გამოყენებას საინტერესო პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით.
ამჯერად, დედის დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პატარა ღონისძიება მიუძღვნეს დამსწრე დედიკოებსა და ბებიებს.
რუსულად მოსწავლეებმა წარადგინეს ლექსები, სიმღერები და პატარა ჩანახატები
(პედაგოგი თინიკო კალაძე).
გერმანულად: სპექტაკლი „ფიფქია და 2 ჯუჯა“
(პედაგოგი მარინე კობახიძე).
.png)
































