top of page

სურათებით მოყოლილი ამბები

  • Dec 22, 2025
  • 1 min read

სურათებით მოყოლილი ამბები“ – როცა ბავშვების ფანტაზია ცოცხლდება!

ქართულ-ამერიკულ სკოლაში მორიგი საინტერესო ინტეგრირებული პროექტი განხორციელდა.


ქართული ენა და ლიტერატურა + ხელოვნება + ტექნოლოგიები


ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარიამ ღუბელაძემ გვიამბო პროექტის შესახებ:

ამბები : ყველაფერი სურათებით დაიწყო. მრავალფეროვანი სიტყვები იქცა წინადადებებად, წინადადებები კი - პატარა ისტორიებად, რომლებიც გააციფრულეს. დიორამები: ამბებმა ქაღალდის ფურცლებიდან რეალურ სივრცეში გადმოინაცვლეს, პატარებმა პატარა ხელებით შექმნეს დიორამები, სადაც მათი მოთხრობების გმირები და გარემო გაცოცხლდა. ინტერვიუ ავტორებთან: პროექტის კულმინაცია მშობლებთან შეხვედრა აღმოჩნდა. მოეწყო პრეზენტაცია – მშობლები სვამდნენ შეკითხვებს, ჩვენი „პატარა მწერლები“ კი თავდაჯერებულად, საინტერესოდ და გულწრფელად პასუხობდნენ. ვამაყობთ თითოეული ბავშვის კრეატიულობითა და გამბედაობით!

 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page