top of page

სპორტული აქტივობები

მშობელთა ჩართულობით ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრი „მხიარული სტარტები“, რომელშიც მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მშობლებმა და მასწავლებლებმაც მიიღეს. აქტივობებმა, რომლებშიც 1-6 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხალისიანად და ემოციურად ჩაიარა. მონაწილეეები კი სიგელებით დააჯილდოვეს. სპორტში გუნდური მუშაობა მოითხოვს პასუხისმგებლობას, მეგობრულ დამოკიდებულებას, საკომუნიკაციო უნარებს და კომპრომისების დაშვებას. გუნდის ნაწილად ყოფნა მოსწავლეებს თვითრეალიზებაში ეხმარება და თავდაჯერებულობას და მიზანდასახულობას მატებს მათ. GAS -ში სპორტული ცხოვრება უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც სკოლაში ხშირად იმართება სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობები.





bottom of page