top of page

საუნივერსიტეტო ორიენტაციის სესიები GAS-ში

     სასწავლო წლის განმავლობაში ქართულ-ამერიკულ სკოლაში რეგულარულად იმართება საუნივერსიტეტო მრჩევლობის სესიები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი იენ ბერნსი — საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდის ხელმძღვანელი.


    სესიების მიზანია უფროსი კლასის მოსწავლეებისა და მათ მშობლების ინფორმირება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების შესახებ. მსურველები ეცნობიან უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებს, სტიპენდიებს, მიღების პირობებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს.

     ბატონი იენი პერიოდულად ხვდება მოსწავლეებს. მათთან ერთად დეტალურად აანალიზებს საზღვარგარეთ სწავლის საკითხებსა და შესაძლებლობებს, მოსწავლეებს უზიარებს პრაქტიკულ რჩევებს, მათი მხარდამჭერი და გულშემატკივარია.

     საუნივერსიტეტო მრჩეველთა გუნდის საქმიანობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციის მხარდაჭერას და საერთაშორისო განათლების პერსპექტივების გაცნობას.


(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page