top of page

საზაფხულო ბანაკი სურამში

ჩვენი საზაფხულო ბანაკი დასრულდა – დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე კვირა გავატარეთ!

16-21 ივნისს სურამში გაიმართა ქართულ-ამერიკული სკოლის საზაფხულო ბანაკი.

ბანაკის მთავარი მიმართულება იყო საჯარო მეტყველება. მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით სწავლობდნენ, როგორ წარედგინათ თავი აუდიტორიის წინაშე, როგორ ემართათ სიტყვა და თავდაჯერებულად გამოეხატათ საკუთარი აზრი.

გაკვეთილებს თან ახლდა უამრავი მხიარული და საინტერესო აქტივობა: ლაშქრობა, აუზი, სპორტული თამაშები, ინტელექტუალური „რა? სად? როდის?“, ტალანტების შოუ და სხვა მრავალი.

ბანაკის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის მეგობრობა, სიხარული და დაუვიწყარი მოგონებებია, რომლებიც მათ თან გაიყოლეს. ✨


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page