top of page

საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი

  • Dec 23, 2025
  • 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა საახალწლო აქსესუარების შექმნის შემოქმედებითი ვორქშოპი, რომელსაც ქართველი დიზაინერი და ხელოვანი სოფო მინაძე უძღვებოდა.


მოსწავლეები გაეცნენ


• ხელით მუშაობის ტექნიკებს


• დიზაინის თანამედროვე მიდგომებს


• იდეის განვითარებისა და ვიზუალური ფორმის შექმნის პროცესს


ვორქშოპის მთავარი მიზანი იყო:


— კრეატიული აზროვნების განვითარება


— შემოქმედებითი პროცესისადმი ინტერესის გაღრმავება


— კულტურული თვითიდენტობის გააზრება


პრაქტიკული სამუშაოების პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდურ მუშაობას, იდეების გაზიარებასა და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ხედვის წარმოჩენას.


ვორქშოპი განხორციელდა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია უახლოეს მომავალში საბერძნეთში, ქართველი მოსწავლეების დიასპორასთან თანამშრომლობით, გაცვლითი აქტივობებისა და ერთობლივი გამოფენის ორგანიზება.



 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page