top of page

„პროფესიული განვითარების დღე ქართულ-ამერიკულ სკოლაში“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარების მიზნით.

 შეხვედრის მთავარი თემები იყო:

„სამშვიდობო განათლება“ – მომხსენებლები: ი. თითირაშვილი, თ. ბოჭორიშვილი, მ. არქანია

ინკლუზიური განათლება – მომხსენებელი: ე. ჭუჭულაშვილი

"კონფლიქტების მართვა და სოციალური უნარების განვითარება" – მომხსენებელი: მ. ღუბელაძე

 შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისკუსია და განხორციელდა სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. მასწავლებლებმა ერთად ნახეს 1952 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მეზობლები“ (Neighbours), რომელიც ძლიერი პაციფისტური გზავნილითა და სიმბოლიზმითაა ცნობილი.

 2024-2025 სასწავლო წელს, ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ პროგრამის საერთაშორისო პროექტებში:

ეკატერინე ჭუჭულაშვილი – "Equality: Empowering Quality Understanding and Learning Inclusive Education" (ერევანი, სომხეთი)

მარიამ ღუბელაძე – "კონფლიქტების მართვა და სოციალური უნარების განვითარება" (დიარბაქირი, თურქეთი)

 ქართული-ამერიკული სკოლა დიდი მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიული კავშირების გაღრმავებას.


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page