პროექტის „აირჩიე სიკეთე“
- Feb 18
- 1 min read
Updated: 6 days ago
მე-3 კლასის მოსწავლეებმა პროექტის „აირჩიე სიკეთე“ ფარგლებში, არაჩვეულებრივი სანახაობა გვაჩუქეს. ბავშვებმა თავად მოიფიქრეს ისტორიები და სცენაზე მინი თეატრალური ჩანახატების სახით წარადგინეს.
პროექტში აქტიურად ჩაერთო თანამედროვე ტექნოლოგიებიც. ერთ-ერთი ჩანახატი, თეატრალურ სკეჩთან ერთად, ანიმაციურ მულტფილმადაც წარმოადგინეს, რომელიც მოსწავლეებმა თავად გაახმოვანეს.
თითოეულ წარმოდგენაში ერთი მთავარი გზავნილი ისმოდა - სიკეთე იწყება ჩვენით და ცვლის სამყაროს.
პედაგოგები: მარიამ ქოქოსაძე და ნინო გორხელაშვილი
.png)










































