პროექტი: პროფესიული ორიენტაცია
- Jun 10, 2025
- 1 min read
პროექტი: პროფესიული ორიენტაცია (საგანი: მოქალაქეობა)
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-𝟏𝟏 კლასელებმა თანასკოლელებისთვის, გამართეს საინტერესო და პრაქტიკული ვორქშოპი პროფესიული არჩევანის თემაზე!
მოსწავლეებმა დამსწრეებს გააცნეს 𝐃𝐈𝐒𝐂 მეთოდოლოგია და შესთავაზეს კითხვარი, რომლის მეშვეობით მონაწილეებს შეეძლოთ, საკუთარ უნარებზე დაყრდნობით, მიეღოთ რეკომენდაცია პროფესიულ არჩევანზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ვორქშოპს წინ უძღოდა კარიერის კონსულტანტის, ქ-ნი ივეტა გოგავას ვიზიტი, რომელმაც მე-𝟏𝟏 კლასელებს გააცნო 𝐃𝐈𝐒𝐂 მეთოდოლოგია და გაუზიარა საჭირო ცოდნა. შემდგომში კი მოსწავლეებმა მიღებული ცოდნა გაუზიარეს დანარჩენ 𝐆𝐀𝐒-ელებს.
პედაგოგი: ქრისტინე ღონღაძე
.png)




























