პროექტი „მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში“
- Feb 20
- 1 min read
სოციალური სამართლიანობის მსოფლიო დღესთან - 20 თებერვალთან დაკავშირებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი.
ტოლერანტობა და სამართლიანობა - რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის?
სწორედ ამ თემაზე ესაუბრა მოსწავლეებს ჩვენი მოსწავლის მშობელი, მარიამ მაისურაძე - საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო-ს სასწავლო-კვლევითი ცენტრის პროექტების მენეჯერი.
ინტერაქტიული საუბრისა და მაგალითების დახმარებით ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ ტოლერანტობა ყოველდღიური ქცევაა - მოსმენა, მხარდაჭერა და ერთმანეთის მიღება, ხოლო სამართლიანობა ნიშნავს თანასწორობასა და პასუხისმგებლობას საერთო წესების მიმართ.
პედაგოგი: ეკატერინე მაკარიძე
მსგავსი შეხვედრები აძლიერებს სკოლისა და ოჯახის პარტნიორობას და ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებითი ხედვის ჩამოყალიბებას.
.png)
















































