პროექტი – „კონფლიქტის მართვა“
- Nov 10, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-6-8 კლასის მოსწავლეები, პედაგოგის დიანა გაბისონიას ხელმძღვანელობით, ჩაერთნენ Key Consulting ლიდერთა სკოლის პროექტში – „კონფლიქტის მართვა“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა იმუშავეს შემდეგ მნიშვნელოვან თემებზე:
კონფლიქტის მიზეზების ამოცნობა – სიტუაციის გაანალიზება და პრობლემის არსის დადგენა;
ემოციების მართვა – საკუთარი გრძნობების ცნობა და გაკონტროლება;
ეფექტურ კომუნიკაცია – მოსმენასა და აზრის მშვიდად გამოხატვა;
თანამშრომლობას – ურთიერთგაგების მიღწევა და საერთო გადაწყვეტილების პოვნა;
პატივისცემა და ტოლერანტობა – პოზიტიური ურთიერთობების შენარჩუნება კონფლიქტის შემდეგაც.
პროექტმა ხელი შეუწყო ჯგუფური მუშაობის, კრეატიულობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
კონფლიქტის მართვის უნარები მნიშვნელოვანია როგორც სკოლაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
GAS – Growth | Achievement | Success
.png)


















