პროგრამას „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“
- diana meskhishvili
- Nov 17, 2025
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეები თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმს ესტუმრნენ .
მოსწავლეები დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას „ეკოსისტემა და ბიომრავალფეროვნება“.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოსწავლეებმა მეტი გაიგონ მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ და ეკოლოგიურ პროცესებზე , იზრუნონ ეკომეგობრული გარემოს შექმნაზე.
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ნარჩენებისგან (პოლიეთილენის ცელოფანი, ქაღალდი, პლასტიკი) თავად შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი .
დამრიგებელი – მ. ქსოვრელი
საგნის პედაგოგი – ლია მესხი
.png)
















