top of page

 მოგზაურობა მითების სამყაროში

 მოგზაურობა მითების სამყაროში – ინტეგრირებული პროექტი მე-4 კლასებში

ფოტომასალა სრულად აქ :

 2025 წლის მაისში ქართულ-ამერიკული სკოლის მე-4 კლასებში განხორციელდა ინტეგრირებული პროექტი ხელოვნებაში, ქართულსა და მუსიკაში. პროექტის ფარგლებში დამუშავდა ძველი ბერძნული მითები, მითი არგონავთებზე და ტროას ომის მოვლენები.


 მოსწავლეებმა მშობლებს წარუდგინეს მრავალფეროვანი შემოქმედებითი პროდუქტები, რომლებიც მთელი თვის განმავლობაში იქმნებოდა.


 ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნეს ტროას კარიბჭის აპლიკაციები, არგონავტების გემების მოდელები, ბერძნული თიხის ჭურჭლები და ტროას ცხენის მაკეტები. იმუშავეს სხვადასხვა ტექნიკისა და მრავალფეროვანი მასალის გამოყენებით.

 ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით კონკრეტულ ნიმუშებზე დაყრდნობით გაიაზრეს მითის ჟანრული მახასიათებლები, სხვადასხვა აქტივობებით დაამუშავეს მითების სიუჟეტები, ნახეს ფილმები და ანიმაციები, მოვლენები დაალაგეს ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დროის ხაზზე, განასხვავეს ერთმანეთისგან მითი და რეალობა, ბოლოს კი შეიქმნა შემოქმედებითი პროდუქტი – მითოსური პერსონაჟების ხედვის კუთხის გათვალისწინებით.


 მუსიკის გაკვეთილებზე მოსწავლეები გაეცნენ ძველ ბერძნულ საკრავებს და დაამზადეს ლირის მოდელი.


 პროექტზე მუშაობდნენ პედაგოგები:


ხელოვნება – ანი ნასყიდაშვული

ქართული ენა და ლიტერატურა – მარიამ ღუბელაძე, თეკლა მოდებაძე, ირმა მასხულია

მუსიკა – ნინო გორხელაშვილი


 პროექტის დასკვნითმა პრეზენტაციამ გამოკვეთა მოსწავლეების თეორიული ცოდნა, სტრატეგიების ფლობა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც კეთების სწავლების დროს მიიღეს.


 ეს იყო პატარა მოგზაურობა მითების სამყაროში – ფერადი, საინტერესო და შემოქმედებითი!

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page