მოგზაურობა დროში და ისტორიაში
- Dec 25, 2025
- 1 min read
Updated: Jan 12
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მაყურებელი დროში, ისტორიასა და ცოდნის სამყაროში ამოგზაურეს. მათ ინგლისურ ენაზე წარადგინეს ორი შთამბეჭდავი პროექტი - „Time Travelers“ და „Live Museum“, რომელთა ხელმძღვანელიც ინგლისური ენის პედაგოგი, ნატო მიქავა, გახლდათ.
პროექტის „Time Travelers“ ფარგლებში დროის საზღვრები წაიშალა — მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს ის უდიდესი აღმოჩენები, რომლებმაც კაცობრიობის განვითარების ისტორია შეცვალა: ბორბალი, ქაღალდი, პენიცილინი და სხვა გამორჩეული გამოგონებები, რომლებმაც პროგრესის ახალი ეპოქები შექმნეს.
„Live Museum“-ის ფარგლებში კი სივრცე ნამდვილ ცოცხალ მუზეუმად იქცა — სადაც მსოფლიო ისტორიის გამორჩეული გენიოსები და დიდი ადამიანები გაცოცხლდნენ: დავით აღმაშენებელი, კლეოპატრა, ლეონარდო და ვინჩი, ალბერტ აინშტაინი, კოკო შანელი, ნაპოლეონი და სხვები.
პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში.
სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, კრეატიული და შთამაგონებელი.
ქართულ-ამერიკული სკოლა არის სივრცე, სადაც ცოდნა სცდება სახელმძღვანელოს ფარგლებს და მოსწავლეებს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი პოტენციალი სრულად წარმოაჩინონ.
.png)
















































