top of page

მე-3 კლასების საახალწლო პროექტი

  • Dec 24, 2025
  • 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში წინასაახალწლო კვირები სავსე იყო მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიებებით. სკოლაში ყველგან იგრძნობოდა მხიარული ჟრიამული, საახალწლო განწყობა და ფუსფუსი.


ამჯერად გვინდა მოგიყვეთ მე-3 კლასების საახალწლო პროექტზე, რომელმაც პატარა მოსწავლეების შემოქმედება და ფანტაზია განსაკუთრებულად წარმოაჩინა. პროექტის ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს მოთხრობის სტრუქტურა და პერსონაჟის აღწერა, იმუშავეს ჯგუფურად და შექმნეს საკუთარი ზღაპრები.


პროექტში აქტიურად ჩაერთნენ ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები — ნათია გიორგაძე და ნინო გორხელაშვილი. ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა ზღაპრების დიორამები და 3D წიგნები, ზღაპრები გაციფრულდა და თავად ბავშვების მიერ გახმოვანდა


პროექტის დასასრულს მოსწავლეებმა მაყურებლის წინაშე საკუთარი სპექტაკლები წარადგინეს, იცეკვეს, იმღერეს და მშობლები გაახარეს თავიანთი თავდაჯერებული სამსახიობო ოსტატობითა და გულწრფელი ემოციებით


ამ პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობისა და წერითი უნარების განვითარებას.


პედაგოგები: დიანა კახეთელიძე, მარადი ჩოხელი, ქეთევან ბიწაძე


 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page