„დიდი მოგზაურები“ - მოგზაურობა ისტორიასა და დროში
- Jan 30
- 1 min read
ქართული-ამერიკული სკოლის მე-4 კლასებში საინტერესო ინტეგრირებული პროექტი „დიდი მოგზაურები“ დასრულდა და შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.
ინტეგრირებული პროექტი (ქართული / ბუნება / ისტორია / ინგლისური / ხელოვნება) მოიცავდა თემატურ სკეტჩებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, პოსტერებს, დღიურის ჩანაწერებს, ხელნაკეთ წიგნებსა და ბუკლეტებს.
პატარა მკვლევრებმა გაგვაცნეს ცნობილი მოგზაურები და მათი საოცარი აღმოჩენები. მაყურებელმა იმოგზაურა მარკო პოლოსთან, ქრისტეფორე კოლუმბთან, რუალდ ამუნდსენთან, ფერნანდო მაგელანთან, ამერიგო ვესპუჩთან ერთად.
.png)












































































