top of page

გაზაფხულის ლამაზი დღეები

  • Mar 8
  • 1 min read

ქართულ-ამერიკულ სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი აღვნიშნეთ 3 და 8 მარტი.


ამ დღეებისთვის მზადება დიდი მონდომებითა და სიყვარულით მიმდინარეობდა და სხვადასხვა კლასში გაიმართა თემატური აქტივობები.


ამჯერად გაგაცნობთ ჩვენი პირველკლასელების ღონისძიებას.

პატარებმა დედიკოებს მიუძღვნეს ლექსები და სიმღერები. ხელოვნების გაკვეთილებზე ბავშვებმა შექმნეს ორიგინალური ნამუშევრები და საკუთარი ხელით დაამზადეს საჩუქრები.


განსაკუთრებული მხიარულება მოჰყვა თამაშს „გამოიცანი, ვინ არის“, სადაც ბავშვები და მშობლები ხალისით ცდილობდნენ, ამოეცნოთ საკუთარი თავი ანიმაციურ პერსონაჟებში. მოულოდნელ აღმოჩენებს სიცილი და მხიარულება არ აკლდა.


ღონისძიების ბოლოს, დედიკოებთან ერთად, მოსწავლეებმა ტრაფარეტებით შექმნეს ნამუშევრები და ერთად „მორთეს გაზაფხულის ხე“.




 
 

(+995) 032 221 616

(+995) 598 533 077 

(+995) 577 737 344

საქართველო, თბილისი
ვაკე-საბურთალო

ჭავჭავაძის გამზირი #7ა;

ნინო რამიშვილი #6

  • Schoolbook
  • Instagram
  • Facebook
  • Youtube
bottom of page