ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა
- Feb 22
- 1 min read
ბლინები, შაირები, მხიარული განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი
უცხოური ენების სწავლების ფარგლებში, რუსული ენის პედაგოგის, ეკატერინე ჭუჭულაშვილის ორგანიზებით, ქართულ-ამერიკული სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა ყველიერის კვირა მხიარულად და შემოქმედებითად გააცილეს.
სლავურ კულტურაში „ყველიერის“ ანალოგი „Масленица“ ბავშვებმა ტრადიციული ელემენტებით გააცოცხლეს:
სიმღერები და შაირები
თამაშები და მცირე წარმოდგენები
თბილი განწყობა და გაზაფხულის მოლოდინი
ღონისძიება გემრიელად დასრულდა ბლინებისა და ტკბილეულის მირთმევით - ისე, როგორც ნამდვილ დღესასწაულს შეეფერება.
მადლობას ვუხდით მშობლებს მხარდაჭერისთვის
.png)






















































