ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე
- Nov 14, 2025
- 1 min read
"ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა" (с) ასტრიდ ლინდგრენი
დღეს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დერეფნებში პეპები, ემილიები, კარლსონები და სხვა უსაყვარლესი პერსონაჟები ფუსფუსებდნენ. ფერადი, ლაღი და მხიარული ატმოსფერო იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მასწავლელებიც ბავშვებად იქცნენ.
მოსწავლეები III-V კლასებიდან აქტიურად ჩაერთნენ დღევანდელ ღონისძიებებში. ისტისა და ქართული ენის ინტეგრირებულ გაკვეთილზე ბავშვებმა შექმნეს ანიმირებული ილუსტრაციები, და ასტრიდს წერილები მისწერეს
IV კლასები სტუმრად SEU-ში იმყოფებოდნენ ღონისძიებაზე, რომელიც მიეძღვნა ასტრიდ ლინდგრენს დაბადების დღეს.
III კლასელებმა წაიკითხეს ნაწყვეტი „ბილერბიელი ბავშვებიდან“, იცეკვეს, იმხიარულეს და, რა თქმა უნდა, წერილებიც მიწერეს ასტრიდს — პატარა გულების დიდი სიტყვები.
.png)






































