ასე უყვარდათ საქართველოში…
- Mar 28, 2025
- 1 min read
Updated: Apr 10, 2025
28 მარტს ქართულ-ამერიკულ სკოლაში ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო "ასე უყვარდათ საქართველოში" გაიმართა.
ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილმა მონაწილეებმა მაყურებელს ქართველი ბუმბერაზი პოეტებისა და საზოგადო მოღვაწეების სიყვარულის ამბები გაუზიარეს.
მე-9-2 კლასის მოსწავლეებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მათი დედმამიშვილები და მშობლები.
ემოციური და შთამბეჭდავი იყო მუსიკალური ნომრები, ეროვნული ცეკვები და ძველი ქართული ჰანგები.
ღონისძიების რეჟისორი და ორგანიზატორი - პედაგოგი თამარ წერეთელი.
მუსიკალური ხელმძღვანელი - ია ხურცილავა
.png)








































