საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომლებმაც ქართულ-ამერიკული სკოლა გასულ წელს წარმატებით დაამთავრეს, საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შეხვედრა გამართეს. მათ საგანგებოდ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს მოსწავლეებს და ვრცლად ისაუბრეს ომის პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
გამოსავლის ძიებას ბევრი მწვავე კითხვა მოჰყვა. საბოლოოდ კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თითოეული ადამიანი, ყველა შესაძლო საშაუალებით, არაძალადობრივი მეთოდით უნდა ებრძოლოს ამ უდიდეს ბოროტებას. ქართულ-ამერიკული სკოლა მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და მზად არის დაეხმაროს მათ ყველა შესაძლო საშუალებით. #დიდებაუკრაინას #SlavaUkraini