top of page

Model United Nations Development Programme

Model United Nations Development Programme - ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები

18-20 თებერვალს ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები:

ანი გოგია, ელენე ციციშვილი, ნატალია პაპუაშვილი, გიორგი ჩომახიძე, გიორგი კოპალიანი, ლუკა ალადაშვილი, ზურაბ ჟორჟოლიანი და ჯანო სამარგულიანი მონაწილეობდნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის მოდელირებაში (Model United Nations Development Programme), რომელიც წელს პირველად ჩატარდა დისტანციურად.

ამ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის არის უდიდესი გამოცდილება შეიძინონ ცოდნა, განავითარონ საკუთარი უნარები და წვლილი შეიტანონ გლობალური და რეგიონალური პრობლემების მოგვარებასა და გადაწყვეტაში.

კონფერენციის მონაწილეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სერთიფიკატებით.





bottom of page