top of page

MDF-ის მედიაწიგნიერების გუნდი ქართულ-ამერიკულ სკოლაში.


27 სექტემბერს ქართულ-ამერიკულ სკოლაში კლუბ ,,მოქალაქეობის’’ ინიციატივით გაიმართა მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე ,,გაზომე სიმართლე’’. მოსწავლეებს მედიაწიგნიერების გუნდმა ასწავლა ინფორმაციის გადამოწმების სხვადასხვა ხერხი, რათა მათ შეძლონ ყალბი ინფორმაციის, ვიზუალური მანიპულაციისა და ყალბი ანგარიშების ამოცნობა.

Სემინარმა მოსწავლეებს შესძინა ის ცოდნა და უნარები, რაც აუცილებელია თანამედროვე ციფრულ და ინფორმაციულ სამყაროში სწორად ორიენტირებისათვის. ქართულ-ამერიკული სკოლა მადლობას უხდის მედიის განვითარების ფონდ MDF-ს და მის გუნდს გაწეული საინტერესო სამუშაოსთვის, ასევე US Embassy Tbilisi, Georgia-ს ტრენინგების სერია ,,გაზომე სიმართლის” მხარდაჭერისთვის.

bottom of page