top of page

IJSO – 2023, Thailand!

ბრინჯაოს მედალი ჩვენია!

IJSO – ახლაგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადა წელს ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიმართა.

ეს მსოფილოს ერთ–ერთი ყველაზე რთული ოლიმპიადაა, ის 3 საბუნებისმეტყველო საგანში: ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში იმართება. ოლიმპიადა 10 დღის განმავლობაში გრძელდება და სამ ტურად ტარდება. მოსწავლეები ერთმანეთს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტულ დავალებებში ეჯიბრებიან. გუნდის ლიდერები მონაწილეობენ ოლიმპიადის დავალებების არჩევაში და მათ თარგმნაში, თუმცა ყველა მონაწილე სრულყოფილად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას. წელს ოლიმპიადაში მონაწილეობდა 54 ქვეყანა. მით უფრო სასიხარულოა ჩვენი ნაკრების ბრწყინვალე გამოსვლა – ქართველებმა ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ!საქართველოს ნაკრები მთლიანად ქართულ–ამერიკული და ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის X და XI კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტდა (მონაწილეთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 16 წელს).

მის შემადგენლობაში შედიოდნენ:

  • რაულ ხუჭუა

  • ნიკოლოზ აბაშიძე

  • გიორგი ფანჯიკიძე

  • იაკობ საფარაშვილი

  • ანა ჩხორთოლია

  • ნიკოლოზ ყულოშვილი

3-4 დეკემბერი ყველაზე საინტერესო და ღირშესანიშნავი დღეები აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვისა და გუნდის ლიდერებისთვის; მონაწილეები 54 ქვეყნიდან, რატანაკოსინის კუნძულს ეწვივნენ, კუნძულს, სადაც განთავსებულია ცნობილი ღირსშესანიშნაობები: ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ეს ქვეყანა მართლაც განსაკუთრებულად ეგზოტიკური და საინტერესო აღმოჩნდა მნახველთათვის;

𝐓𝐡𝐞 𝐆𝐫𝐚𝐧𝐝 𝐏𝐚𝐥𝐚𝐜𝐞 - დიდი სასახლე, ტაილანდური სამეფო ოჯახისა და კულტურული მემკვიდრეობის კაშკაშა და საკულტო სიმბოლო, ტაილანდური არქიტექტურის შედევრი; ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ნაგებობა სასახლის ტერიტორიაზე არის Wat Phra Kaew, სადაც განთავსებულია ზურმუხტისფერი ბუდა, წმინდა და უაღრესად პატივსაცემი გამოსახულება მათთვის.

დიდი სასახლე ტაილანდის მდიდარი ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის დიდებული სიმბოლოა, რომელიც აჩვენებს ქვეყნის არქიტექტურულ ნიჭს და მხატვრულ ტრადიციებს.

𝐌𝐮𝐚𝐧𝐠 𝐁𝐨𝐫𝐚𝐧 𝐌𝐮𝐬𝐞𝐮𝐦 - მსოფლიოს უდიდესი გარე მუზეუმი, რომელიც მოიცავს ვრცელ ტერიტორიას და შეიცავს მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ადგილების ასლებს მთელი ტაილანდიდან.

პარკი ტაილანდის გეოგრაფიულ ფორმას წარმოადგენს. გამწვანებულ სივრცეში განლაგებული ხელოვნური ტბები და მდინარეები, უნიკალურს და განსაცვიფრებელს ხდის ყველასთვის. აქ არის ცნობილი ზურმუხტისფერი ბუდას ტაძარიც;

𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 - ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ტაძარი - ცნობილი შთამბეჭდავი არქიტექტურის, ისტორიული მნიშვნელობისა და მწოლიარე ბუდას გამო.

ტაძარი ყველაზე ცნობილი თავისი უზარმაზარი მოოქროვილი ბუდას ქანდაკებითაა, რომლის სიგრძე 46 მეტრია და სიმაღლე 15 მეტრი. ქანდაკება წარმოადგენს ბუდას შესვლას ნირვანაში და მას დიდ პატივს სცემენ ბუდისტები და ტურისტები. გარდა რელიგიური და ისტორიული მნიშვნელობისა, 𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 -ს აქვს ბოტანიკური ბაღი მრავალფეროვანი მცენარეები უნიკალურია და გამოიყენება ტრადიციულ ტაილანდურ მედიცინაში.

𝐖𝐚𝐭 𝐏𝐡𝐨 ცნობილია არა მხოლოდ როგორც რელიგიური ადგილი, არამედ კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობის კერად.

ექსკურსია საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო ოლიმპიადის 𝐈𝐉𝐒𝐎 𝟐𝟎𝟐𝟑 ღონისძიების ნაწილი იყო, რომელიც ტაილანდში 𝟐𝟎𝟐𝟑 წლის 1-11 დეკემბრამდე გრძელდობოდა

მომდევნო ოლიმპიადა რუმინეთში გაიმართება, საიდანაც მოწვევა ჩვენმა გუნდმა უკვე მიიღო.





Commentaires


bottom of page