ქართულ - ამერიკული და ქართულ - ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციიდან ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ
2024 წლის 21-26 აპრილს, ახალგაზრდა მეცნიერთა 30-ე საერთაშორისო კონფერენციას თურქეთის ქალაქი იზმირი მასპინძლობდა. ღონისძიებაში მონაწილეობა 27 ქვეყნის 157-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათ შორის იყვნენ ქართულ - ამერიკული უმაღლესი და ქართულ - ამერიკული სკოლის მოსწავლეები.
ნიჭიერმა ქართველმა ახალგაზრდებმა STEM-ისა და მათემატიკის მიმართულებით ოქროსა და ვერცხლის, ფიზიკის სექციაში ვერცხლის, ხოლო პოსტერების მიმართულებით სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია (ICYS), რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და STEM-ის დარგებში პროექტებისა და კვლევების წარადგენის საუკეთესო პლატფორმას წარმოადგნეს, 1993 წლიდან ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. საქართველო აღნიშნულ კონფერენციაში 2002 წლიდანაა ჩართული და საპრიზო ადგილებს სტაბილურად იკავებს.
Comments