GAS-ელების ტრიუმფი გერმანიაში!
- May 2
- 1 min read
ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საუკეთესო შედეგები აჩვენეს გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ფინალურ ტურში, რომელიც 28 აპრილს ფრანკფურტში გაიმართა!
ოლიმპიადის საწყის ეტაპზე 140 ქვეყნის 2000-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
ფრანკფურტის ფინალურ ტურში კი საუკეთესოებს შორის საუკეთესოები - 48 ქვეყნის 300-ზე მეტი მოსწავლე შეეჯიბრა ერთმანეთს.
ჩვენმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა საქართველოს 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოუტანეს!
გაიცანით ჩვენი გამარჯვებულები:
ნატალია სუბელიანი (მე-10 კლასი) - გერმანიის მათემატიკური ოლიმპიადის ონლაინ ტურის გამარჯვებული! ნატალია დაჯილდოვდა ოქროს მედლით, მოიპოვა 1200 ევროს ოდენობის გრანტი და, ამასთანავე, ფრანკფურტის ფინალურ ტურში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!
ელენე ომიაძე (მე-10 კლასი) - ფინალური ტურის ბრინჯაოს მედლის მფლობელი მათემატიკაში!
აღსანიშნავია, რომ გოგოებმა პარალელურად მიიღეს მონაწილეობა ენის საერთაშორისო ოლიმპიადა “Hi Lingua” Language Competition, რომელიც ასევე ფრანკფურთში გაიმართა.
ელენემ საპატიო ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ნატალიამ ბრინჯაოსი.
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, ვულოცავთ მათ ამ მიღწევას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას! გუნდის მენტორი და მათემატიკის პედაგოგი: თამარ წერეთელი
მსგავსი საერთაშორისო ოლიმპიადები და კონფერენციები 𝐆𝐀𝐒-ის სასწავლო პროცესის მუდმივი ნაწილია და მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის გლობალური გამოცდილების გაზიარებას.
.png)




























