ქართულ-ამერიკული სკოლის დელეგატები ევროსაბჭოში-“დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე”
GAS-ის მე-11 კლასის მოსწავლეები, ანა ზურაშვილის ლიდერობით და პროაქტივ ჯგუფის დამფუძნებლის, გიორგი აგირბაიას ხელმძღვანელობით, საგანმანათლებლო ვიზიტით იმყოფებოდნენ სტრასბურგსა და ბაზელში, სადაც დაათვალიერეს ქალაქების ღირშესანიშნაობები.
სტრასბურგში დელეგაცია დაესწრო ევროპარლამენტის სხდომებს.
მათთვის ეს იყო შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ სასკოლო კლუბებში მიღებული ცოდნა.
ქართულ-ამერიკული სკოლა მუდამ ორიენტირებულია ჩვენი მოსწავლეებისთვის ცოდნის ჰორიზონტების გაფართოებაზე!
#GAS - სადაც იზრდებიან ლიდერები