𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥
- Dec 21, 2025
- 1 min read
Updated: Dec 23, 2025

𝗚𝗔𝗦 და 𝗚𝗔𝗛𝗦 წლის ლიდერი სკოლები გახდნენ
პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 𝗟𝗘𝗔𝗗𝗘𝗥 𝗢𝗙 𝗧𝗛𝗘 𝗬𝗘𝗔𝗥 ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლების დირექტორებს, ირმა მესხიშვილს და მამუკა მესხიშვილს გადაეცა.
შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის საერთაშორისო დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის 19 დეკემბერს, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა.
ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლები საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ინოვაციების დარგში, ასევე საერთაშორისო ოლიმპიადებსა და კონფერენციებში მიღწეული წარმატებისთვის წლის ლიდერ სკოლებად დასახელდა.
“ეს ჯილდო არის ქართულ-ამერიკული და ქართულ ამერიკული უმაღლესი სკოლების მმართველი გუნდებისა და აკადემიური პერსონალის მონდომებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტების საერთაშორისო აღიარება” -
განაცხდა 𝗚𝗔𝗦-ის დირექტორმა ირმა მესხიშვილმა დაჯილოების ცერემონიაზე.
ვულოცავთ ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდს, მოსწავლეებსა და მშობლებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან აღიარებას.
.png)












