top of page

🔸 15 დეკემბერი - პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

"ლამის სახლში შემოიჭრას თუთა

ლამის თავზე გადამისვას ხელი...

დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ

ხე მაღალი,ხე ზურმუხტის ფერი...

რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა?

რა ჩურჩული? დამდაგველი , მწველი

ლამის სახლში შემოვიდეს თუთა,

ლამის წელზე შემომხვიოს ხელი...-

 15 დეკემბერი - პოეზიის დედოფლად წოდებული ანა კალანდაძის დაბადების დღეა.

 ანა კალანდაძის უფაქიზესი პოეზია აისახა მუსიკალურ ხელოვნებაშიც. სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“ და „თუთა“.

 ილია მეორის ინიციატივით ანა კალანდაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი კოლეგების აზრით, წარმოუდგენელიც იყო, პოეზიის დედოფალი მთაწმინდაზე არ დაეკრძალათ, რადგან ანა კალანდაძე მარტო პოეტი კი არა, საგალობლების ავტორიც იყო.




bottom of page