top of page

საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებული გუნდების საერთაშორისო წარმატება

საქართველოსა და უკრაინის გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო წარმატებას ქვეყნებს შორის მშვიდობასა და ტოლერანტობას უძღვნიან

ქართულ-ამერიკული და ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდები, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე- Expo-Sciences Asia 2022 საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა, ათი მედლით, გამარჯვებით ბრუნდებიან საქართველოში. ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით რთული იყო, ომის ფონზე, უკრაინელ მოზარდებთან ერთად ყოფნა. საქართველოს გუნდი ამხნევებდა უკრაინელ გუნდს და გვერდში ედგა. აღნიშნული სკოლების დირექტორებმა უკრაინულ გუნდს საქართველოში დროებით დარჩენა და საკუთარი საცხოვრებელი შესთავაზა. საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად განიცდიდა მათ მდგომარეობას, რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ომის უბედურება.

ათიათასად მძიმე იყო ეს გამარჯვება, თუმცა ყველა მიხვდა, რომ ომსა და ბოროტებას მხოლოდ ტოლერანტობით, ცოდნითა და სიკეთით დააამარცხება.

კონფერენციაში 38 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, 705 სამეცნიერო პროექტიდან, რომლებიც სხვადასხვა სექციაში იყო, ჩვენი მოსწავლეები მათემატიკის, ფიზიკისა და პროგრამირების მიმართულებით წარდგნენ და ღირსეული გამარჯვებაც მოიპოვეს. GAS&GAHS







bottom of page