top of page

სამოქალაქო განათლების გაკვეთილი

ქართულ-ამერიკული სკოლის მეათე კლასის ინიციატივით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა მოსწავლეებისთვის პირველადი გადაუდებელი დახმარების სწავლება.

ამ მიზნით, მოსწავლეები დაუკავშირდნენ კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტს და სთხოვეს მათთვის უფასო ტრენინგი ჩაეტარებინათ.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს და ქართულ-ამერიკულ სკოლას ეწვივნენ.

ვიზიტის მიზანი მოსწავლეებისათვის გულ-ფილტვის რეანიმაციის პრაქტიკული სწავლება იყო. კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორების, მარიამ ფესტვენიძის (MD), დავით კალმახელიძის (MD) და მედიცინის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ელენე ფესტვენიძის ზედამხედველობით, მოსწავლეები დაეუფლნენ CPR-ის მარტივ, მაგრამ აუცილებელ უნარებს სპეციალიზებული მანეკენების გამოყენებით. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო შიუკაშვილმა და სტუდენტური სერვისებისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინი ზარდიაშვილმა ტრენინგში აქტიური ჩართულობისთვის მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.



Comments


bottom of page